DITECH-ის ტრენინგების მეორე ეტაპი  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის

DITECH-ის ტრენინგების მეორე ეტაპი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის

2023-04-10

2023 წლის 7-8 აპრილს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის  Erasmus+ პროექტის DITECH-ის (ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში) სსუ-ის გუნდმა (ლია ახალაძე, თამარ შინჯიაშვილი, ნინო წულაია, ლევან კვარაცხელია) მორიგი ტრენინგები ჩაატარა აკადემიური პერსონალისთვის თემაზე: საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და პლატფორმების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში: Diagrams.net, Mentimeter, Padlet, Lingt, Genially. 

ტრენინგებში მონაწილე აკადემიური პერსონალის დიდი ნაწილი ჩართული იყო 2022 წლის 27-28 დეკემბერს გამართულ ტრენინგებში და წინა გამოცდილებას ახალ პლატფორმებზე მუშაობის ცოდნა-გამოცდილება დაამატეს. ტრენერებმა განიხილეს წარმოდგენილი პლატფორმების სხვადასხვა დარგის სასწავლო პროცესში გამოყენების შესაძლებლობები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთივე ფაკულტეტის წარმომადგენელთა ჩართულობამ გაზარდა აღნიშნული პლატფორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების დიაპაზონი და მათი გამოყენების სურვილი, განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმ პლატფორმებმა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც აკადემიური პერსონალის, ასევე სტუდენტებისთვის. DITECH-ის სსუ-ის გუნდი კვლავ გააგრძელებს ციფრული პლატფორმების სწავლა-სწავლების პროცესში ეფექტურად გამოყენების შესახებ ცოდნის გავრცელებას, როგორც აკადემიური პერსონალის, ასევე დოქტორანტების, მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის. 

ამობეჭდვა

სიახლეები

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათ...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთ...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე

შემოგვიერთდი