უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა

უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა

2022-04-13

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იმთავითვე მხარდაჭერა და თანადგომა გამოუხატა მეგობარ სახელმწიფოსა და ჩვენი უნივერსიტეტის უკრაინელ პარტნიორებს. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომელშიც დაგმო რუსეთის ფედერაციის აგრესიული მოქმედებები უკრაინის წინააღმდეგ.

ამასთანავე, 2022 წლის 7 მარტს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა დაიწყეს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაც, რომლის ერთი ეტაპიც 7 აპრილს დასრულდა. შეგროვდა 40-მდე ყუთი (ჰიგიენის საშუალებები, არამალფუჭებადი საკვები, ტანსაცმელი და სხვ.), რომელიც უკრაინაში გაიგზავნა. ამასთან, ჰუმანიტარული დახმარების გაწევა (ფულადი გადარიცხვები) სსუ-ს აკადემიური პერსონალისა და თანამშრომელთა მიერ ინდივიდუალურადაც ხდება.

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us