შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

2022-03-22

17 მარტს,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 შეხვედრის მიზანი იყო მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების კონტექსტში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებზე, მოსაზრებათა ურთიერთგაზიარება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ზურაბ ხონელიძესთან.

 შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემაზე და  ამ პრობლემის დაძლევის შესაძლებლობებზე. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივაზე.

 

 სტუმრები დაინტერესდნენ პროფესორ ზურაბ ხონელიძის ნაშრომით „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ და მის მიერ შემოთავაზებული, განათლების პოლიტიკის ახალი მიმართულებით - „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, როგორც მშიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა და  კონფლიქტის მოგვარების ახალი ხედვა,  საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ახალი სახეობა.

 

 ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქალბატონი დალილა ხორავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი, მსოფლიო მშვიდობის ელჩი, ღირსების ორდენის კავალერი, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის“ პრეზიდენტი.

 

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us