ბელორუსიის ელჩის მორიგი მეგობრული ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ბელორუსიის ელჩის მორიგი მეგობრული ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2020-04-28

2020 წლის 28 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეგობრული ვიზიტით ესტუმრა საქართველოში ბელორუსიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება მიხეილ მიხეილის ძე მიატნიკოვი. სტუმარს უმასპინძლა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. აღსანიშნავია, რომ ბელორუსიის წარმომადგენელი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ძველი მეგობრები არიან და ბატონი მ. მიატნიკოვიც უკვე რამდეჯერმე იმყოფებოდა ჩვენს უნივერსიტეტში.

მხარეებმა განიხილეს კოვიდ-19-თან დაკავშირებული ვითარება ორ ქვეყანაში და ის ღონისძიებები, რომლებიც ამ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით ხორციელდება საქართველოსა და ბელორუსიაში. ბატონმა ელჩმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას ამ მიმართულებით, ხაზი გაუსვა ქართველი ექიმების მაღალ პროფესიონალიზმსა და დამსახურებას პანდემიის მინიმალური დონის შენარჩუნებაში.

ბატონმა მ. მიატნიკოვმა ოფიციალურად დაადასტურა ბელორუსიის რესპუბლიკის ხელისუფლების, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ამასთან კავშირში ბატონმა ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მისი დაინტერესება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინოვაციური იდეისადმი საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელსაც „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ეწოდება.

მ. მიატნიკოვმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პანდემიის დასრულების შემდეგ, ოფიციალური ვიზიტით ბელორუსიაში მიიწვია, სადაც ბატონი ზურაბ ხონელიძე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების მაღალი დონის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრებს გამართავს. ამასთან ერთად, ბელორუსიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, მისი სახელმწიფოს სახელით, ჩვენს უმაღლეს სასწავლებელს ყოველგვარ მხარდაჭერას შეჰპირდა.

print

News

2020 წლის 19 მაისს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლე...

2022 წლის 24 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიწვევით, აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან, ბატონ კრისტოფერ ანდერსონსა და საელჩოს პოლიტიკურ მდივანთან...

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის...

Be always with us, join us on our Facebook page

join us